პრემიერმა მამუკა მდინარაძე სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარადგინა

23 აგვ 2025

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მდინარაძე აღნიშნულ თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილს შეცვლის, რომელმაც სუს-ის ხელმძღვანელის პოსტი ცოტა ხნის წინ დატოვა.

ოხანაშვილმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის პოზიციაზე გადაინაცვლა.