06 იან 2026
ქრისტეშობის ღამეს მორწმუნეები ტრადიციისამებრ, ფანჯრებთან სანთლებს ანთებენ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის კურთხევით, ბოლო წლებია მორწმუნეები შობის ღამეს ფანჯარაში სანთელს ანთებენ. სანთელს ძირითადად, ისინი ანთებენ, რომლებიც საშობაო ლიტურგიაზე ღამით, ტაძარში ვერ მიდიან.
საშობაო ღვთისმსახურება ტაძრებში დღეს, 23:00 საათზე დაიწყება.