უკრაინის დამოუკიდებლობის დღე

24 აგვ 2025

უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1991 წლის 24 აგვისტოს  საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, რომლითაც უკრაინა დამოუკიდებელ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ გამოცხადდა.

დოკუმენტი იმავე წლის 1 დეკემბერს რეფერენდუმით დადასტურდა.

ქვეყანას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინას კლდესავით მტკიცე გამძლეობა აქვს და იცავენ საკუთარ მიწას, კულტურას და ათასწლეულების ისტორიას.