შეხვედრა ახალგაზრდებთან

24 აგვ 2025

ახალგაზრდების მხარდამჭერი საგანმანათლებლო პროექტები, რომლებსაც აფხაზეთიდან დროებით დევნილი ახალგაზრდებისთვის აფხაზეთის მთავრობა და მასში შემავალი სტრუქტურები ახორციელებენ - ამ საკითხზე  ილორის წმინდა გიორგის ტაძრის საკვირაო სკოლის აღსაზრდელებთან შეხვედრა გაიმართა.

აფხაზეთის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით მთავრობის თავმჯდომარემ, მინისტრთა კაბინეტთან ერთად მოზარდებს პროექტებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდა.