აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ლიტურგიას ოჯახთან ერთად დაესწრო

07 იან 2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, ქობულეთში, სოფელ გვარას ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ლიტურგიას ოჯახთან ერთად დაესწრო.

საზეიმო ლიტურგიას აჭარის მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და საქართველოს  პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.