საქართველოს კონსტიტუციის დღე

24 აგვ 2025

30 წელი ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან - საქართველოსთვის 24 აგვისტო ისტორიული თარიღია. 1995 წელს პარლამენტმა 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ, საქართველოს კონსტიტუცია დაამტკიცა.

წლების განმავლობაში დოკუმენტმა არაერთი ცვლილება განიცადა.

თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში საზეიმო ღონისძიება ჩატარდა.