08 იან 2026
თბილისის საქალაქო სასამართლოში ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების - პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ 5 პირის - ირაკლი ჩხვირკიას, გური ჟვანიას, ნიკა გვენცაძის და თორნიკე მჭედლიშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ კი, პროკურატურას ვიდეომტკიცებულებები აქვს წარმოდგენილი. აღნიშნული მტკიცებულებები როგორც სატელევიზიო ეთერებიდან, ასევე კერძო კომპანიებიდანაა წარდგენილი.
სხდომას ესწრება ყველა ბრალდებული, გარდა ირაკლი შაიშმელაშვილისა და პაატა ბურჭულაძისა. პენიტენციური დაწესებულებიდან წარდგენილი ოქმის მიხედვით, პაატა ბურჭულაძემ უარი განაცხადა სხდომაზე დასწრებაზე, ირაკლი შაიშმელაშვილის მიმართ კი ძებნაა გამოცხადებული.
პროცესს ესწრება ავსტრიის კონსული.