4 ოქტომბრის საქმე

08 იან 2026

თბილისის საქალაქო სასამართლოში ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების პროცესი დღეს დასრულდა.

პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილის,  ირაკლი ჩხვირკიას, გური ჟვანიას, ნიკა გვენცაძის და თორნიკე მჭედლიშვილის საქმეზე მომდევნო სხდომა 15 იანვარს ჩაინიშნა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობდა.

საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა სხდომაზე სატელევიზიო ეთერებში გასული მასალები წარადგინეს. სხდომას ესწრებოდა ყველა ბრალდებული, გარდა ირაკლი შაიშმელაშვილისა და პაატა ბურჭულაძისა.

პენიტენციური დაწესებულებიდან წარდგენილი ოქმის მიხედვით,  პაატა ბურჭულაძემ უარი განაცხადა სხდომაზე დასწრებაზე, ირაკლი შაიშმელაშვილის მიმართ კი ძებნაა გამოცხადებული. 

ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმეში ბრალდებულების ბრალეულობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ დევს და წარდგენილი  ვიდეო მტკიცებულებები დაკავებული პოლიტიკოსების მხოლოდ პოლიტიკური შეფასებებია.