დაღესტანში, საქართველოს საზღვრიდან 131 კილომეტრში 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

27 აგვ 2025

დაღესტანში, საქართველოს საზღვრიდან 131 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა.

საქართველოს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5.5 მაგნიტუდა შეადგინა.

მათივე ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 00:33 საათზე დაფიქსირდა.

აღსანიშნია, რომ ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა.