10 იან 2026
საბრძოლო მოქმედებები გრძელდება უკრაინაში. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა „ორეშნიკის“ რაკეტით შეტევა განახორციელა ლვოვის რაიონზე. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, თავდასხმა ევროკავშირის საზღვრებთან ახლოს მოხდა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განმარტა, საშუალო დისტანციის ბალისტიკური რაკეტის გამოყენება გამოწვევაა ვარშავისთვის, ბუქარესტისთვის, ბუდაპეშტისა და მრავალი სხვა დედაქალაქისთვის.
ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში, დრონებით თავდასხმის შემდეგ, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის.
ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ბოჩაროვის ცნობით, საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი დრონის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღამით ქვეყნის ტერიტორიაზე 59 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.