10 იან 2026
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ნავთობის კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ტრამპის განცხადებით, ვენესუელა აშშ-ს 30 მილიონ ბარელ ნავთობს გადასცემს, რომელიც უკვე გზაშია. დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ და ვენესუელა ერთად მსოფლიო ნავთობის რესურსების 55%-ს ფლობენ.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამერიკულ კომპანიებს ვენესუელაში სრული უსაფრთხოება ექნებათ. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამი დღის წინ ვენესუელაში განხორციელებული სამხედრო ოპერაცია უპრეცედენტო იყო.
ამასთან, შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ამერიკული კომპანიები ვენესუელის დაზიანებულ ნავთობის ინფრასტრუქტურას აღადგენენ. გეგმის თანახმად, მსხვილი ნავთობკომპანიები, მინიმუმ, 100 მილიარდ დოლარს დახარჯავენ ინფრასტრუქტურის აღსადგენად.