2026 წლის რეიტინგის მიხედვით, საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს - Passport Index

10 იან 2026

Passport Index-ის 2026 წლის რეიტინგის მიხედვით, საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს.

საქართველო მსოფლიო რეიტინგში 33-ე ადგილს იკავებს. 2015 წელს ეს მაჩვენებელი 59 იყო, 2016 - 57, 2017 წელს - 45, 2018 წელს - 40, ხოლო 2019 წელს - 39.

საქართველოს მოქალაქეს ვიზის გარეშე მსოფლიოს 133 ქვეყნიდან 79-ში შეუძლია მოგზაურობა.

მსოფლიოს 50 ქვეყანაში საქართველოს მოქალაქის პასპორტის მფლობელს ვიზის აღება ადგილზე შეუძლია, ხოლო 4 ქვეყანაში - ელექტრონული წესით.

საქართველო პასპორტის რეიტინგში უსწრებს სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს და რუსეთს.