11 იან 2026
ევროკავშირი არასდროს ყოფილა ასეთი საფრთხის ქვეშ, ამდენად დასუსტებული, უმწეო და გაყოფილი, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა.
ფიცომ აღნიშნა, რომ ევროპა „ღრმა კრიზისის“ წინაშე დგას.
ამასთან, ფიცოს თქმით, მომავალ კვირას შეერთებულ შტატებთან ბირთვული ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას გააფორმებს.