ბათუმში, ჭოროხის ხიდთან მსუბუქი ავტომობილი დაიწვა

12 იან 2026

ბათუმში, ჭოროხის ხიდთან მსუბუქი ავტომობილი დაიწვა.

ავტომობილს ცეცხლი მოძრაობის დროს გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი. მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

ფოტო გალერეა