12 იან 2026
მაიაკოვსკის ქუჩის 55 ნომერში ავარიულ სახლში მცხოვრებლები ახალ კორპუსში გადასვლას ვერ ახერხებენ, მიზეზად კი იმას ასახელებენ, რომ რამდენიმე ოჯახი მშენებელ კომპანიას ფართის დათმობაზე უარს ეუბნება.
პარალელურად ამბობენ რომ უკვე 10 წელია ავარიულ სახლში ცხოვრება საფრთხის შემცველია და მერიას დახმარებას სთხოვენ.
ბათუმის მერიაში განმარტეს, რომ საცხოვრებლები კერძო საკუთრებაა და უწყებას საკითხის მოგვარების იურიდიული ბერკეტი არ აქვს და აღნიშნული პრობლემა ბინის მესაკუთრეებმა ინვესტორთან თავად უნდა მოაგვარონ.