12 იან 2026
სურსათის ფასებთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა ლელოში, სადაც განაცხადეს, რომ ქართული ოცნების გეგმა ფასების შემცირებასთან დაკავშირებით გათვლილია იმპორტიორებზე, რომლებიც ძირითადად ქართული ოცნების წევრი ან შემომწირველია.
ლელოში ამტკიცებენ, რომ ბიზნესში კორუფციის წილი მაღალია.
საკითხს გამოეხმაურნენ მმართველ პარტიაში. გიორგი ვოლსკის განმარტებით ფასების ზრდას დღგ-ს მაღალი მოცულობა არ განაპირობებს, ამბობს, რომ მიზეზს შესწავლა სჭირდება.