საქართველომ ევრობასკეტის პირველ შეხვედრაში მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა

28 აგვ 2025

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ესპანეთი დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა 2025 წლის ევრობასკეტზე პირველი მატჩი ესპანეთის წინააღმდეგ გამართა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ძალიან დამაჯერებლად, 83:69 დაამარცხა.