პროტესტი ჯაკარტაში - არიან დაშავებულები

29 აგვ 2025

ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა, რა დროსაც  დაიღუპა 1 და დაშავდა ათობით ადამიანი.

პოლიციის უფროსის თქმით, დაღუპულია მოტოციკლის მძღოლი, თუმცა გავრცელებული ცნობით გარდაცვლილი პროტესტში არ მონაწილეობდა.

აქციაზე შეკრებილები კანონდმებლების ხელფასებს, განათლების დაფინანსებასა და მთავრობის მიერ სკოლაში კვების პროგრამის საკითხს აპროტესტებდნენ.