29 აგვ 2025
რუსეთის იერიშის შედეგად კიევში დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა, მათ შორის 4 ბავშვია. დაშავებულია 50-ზე მეტი ადამიანი. კიევის სამხედრო საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება და ვარაუდობენ რომ ნანგრევების ქვეშ კვლავ რჩება ხალხი.
საგანგებო სიტუაცების სახელმწიფო სამსახურში აღნიშნავენ, რომ რუსეთის იერიშის შედეგად კიევში დაზიანებულია 225 საცხოვრებელი შენობა, საბავშვო ბაღები და ავტოფარეხები.