ავიაკატასტროფა პოლონეთში - დაღუპულია მფრინავი

29 აგვ 2025

პოლონეთის საჰაერო ძალების ავაიგამანადგურებელმა F 16-მა ავიაშოუს რეპეტიციის დროს კატასტროფა განიცადა. აფრენიდან მალევე ავიაგამანადგურებელი მიწისკენ დაეშვა და აფეთქდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა მფრინავი.

თავდაცვის მინისტრის თქმით, ოფიცერი, რომელიც კატასტროფისას დაიღუპა ერთგულებით და სიმამაცით ემსახურებოდა ქვეყანას.

მომხდარის გამო კვირის ბოლოს დაგეგმილი ავიაშოუ გაუქმდა.