ზურაბ პატარაძე ბელარუსის ელჩს  შეხვდა

18 მაი 2017

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბელარუსის ელჩს საქართველოში მიხეილ მიატლიკოვს შეხვდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს.

ზურაბ პატარაძემ ბელარუსში  ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტზე გაამახვილა ყურადღება.