14 იან 2026
განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს რუსთავში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას პირს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.