14 იან 2026
ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში პროფესიულ კოლეჯ „ჰორიზონტის“ ფილიალებში თანამშრომლებს შეხვდა საქართველოს განათლების მინისტრი. უწყების ინფორმაციით, გივი მიქანაძემ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.
კოლეჯი „ჰორიზონტი“ გურიის რეგიონში ერთადერთი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც 1500-მდე სტუდენტი სწავლობს.
„ჰორიზონტი“ მსურველებს ადგილობრივ ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად გრძელვადიან სადიპლომო პროფესიულ პროგრამებს სთავაზობს. ამ ეტაპზე, კოლეჯის სამივე ლოკაციაზე ჯამში 48 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება.