გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გახარიამ გერმანიაში ბინადრობის ნებართვა მიიღო

30 აგვ 2025

პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“ არ აკონკრეტებენ, მიიღო თუ არა პარტიის ლიდერმა, გიორგი გახარიამ გერმანიაში ბინადრობის უფლება,ასევე  ითხოვს თუ არა ადგილობრივი ბანკებისგან ანგარიშის გახსნას. პარტიის წევრმა, თამარ კეკენაძემ აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში გაირკვევა, სად გააგრძელებს  პოლიტიკურ საქმიანობას და ჩამოვა თუ არა გახარია საქართველოში.