14 იან 2026
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის, სამშენებლო და უსაფრთხოების საჯარო ზედამხედველობის სამსახური, სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტებზე მონიტორინგს აგრძელებს.
მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, ხორციელდება უნებართვო მშენებლობის გამოვლენა და სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარე მშენებლობის შესწავლა, აგრეთვე მშენებლობის პროცესში ეტაპების შემოწმება. ყველა სამართალდარღვევის ფაქტზე იწყება შესაბამისი საქმისწარმოება.
მათივე ცნობით, სამშენებლო და უსაფრთხოების საჯარო ზედამხედველობის სამსახური პარალელურად მონიტორინგს უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტებზეც ახორციელებს. პროცესი ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა ლოკაციაზე ხორციელდება.