ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დანიაში

30 აგვ 2025

დანიის დედაქალაქში ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა იმართება. კოპენჰაგენში მინისტრები რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომსა და ღაზაში არსებულ კონფლიქტს განიხილავენ. არაფორმალურ შეხვედრას დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მასპინძლობს, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი უხელმძღვანელებს.