ხანძარი თბილისში - ცეცხლის ქრობის პროცესში ორი ვერტმფრენია ჩართული

30 აგვ 2025

თბილისში, ზაჰესის ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლის ქრობის პროცესში სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენია ჩართული.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აჭარის ტელევიზიას განუცხადეს, ცეცხლი დაუსახლებელ ტერიტორიაზეა გავრცელებული. მათივე ცნობით, მთის ფერდობზე ბალახი იწვის.

ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია  სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.