ქართული თეატრის დღე

14 იან 2026

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულმა სახელმწიფო  თეატრმა, ქართული თეატრის  დღე, ბათუმელი ექიმისადმი მიძღვნილი კამერული სპექტაკლის ჩვენებით აღნიშნა. 

,,პლატონი’’- არმენ ჰოვანესიანის  საავტორო სპექტაკლია, რომელიც  XX-საუკუნეში ბათუმში მოღვაწე ექიმის პლატონ გიგინეიშვილის ბიოგრაფიულ მოტივებზეა აგებული. რეჟისორი სპექტაკლში რეალობასა და ფანტაზიას ერთდროულად გვიჩვენებს. 

სცენარის მიხედვით,  პლატონ გიგინეიშვილი გვახსენებს, რომ ნამდვილი ექიმი მხოლოდ სხეულს არ კურნავს, მთელ ქალაქს აძლევს სიცოცხლის ძალას, სიყვარულით, რწმენითა და სიკეთით.