14 იან 2026
„ფოქს ნიუსის“ ცნობით, 75 ქვეყანას შორის, რომელთანაც აშშ საიმიგრაციო ვიზების გაცემას შეაჩერებს, საქართველოც არის. სიაში მოხვდნენ აგრეთვე, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და მოლდოვა.
ამის შესახებ „ფოქს ნიუსი“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მემორანდუმზე დაყრდნობით წერს.
ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია: ავღანეთი, ალბანეთი, ალჟირი, ანტიგუა და ბარბუდა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბაჰამის კუნძულები, ბანგლადეში, ბარბადოსი, ბელარუსი, ბელიზი, ბუტანი, ბოსნია, ბრაზილია, ბირმა, კამბოჯა, კამერუნი, კაბო-ვერდე, კოლუმბია, კოტ-დ’ივუარი, კუბა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, დომინიკა, ეგვიპტე, ერიტრეა, ეთიოპია, ფიჯი, გამბია, საქართველო, განა, გრენადა, გვატემალა, გვინეა, ჰაიტი, ირანი, ერაყი, იამაიკა, იორდანია, ყაზახეთი, კოსოვო, ქუვეითი, ყირგიზეთი, ლაოსი, ლიბანი, ლიბერია, ლიბია, მაკედონია, მოლდოვა, მონღოლეთი, მონტენეგრო, მაროკო, ნეპალი, ნიკარაგუა, ნიგერია, პაკისტანი, კონგოს რესპუბლიკა, რუსეთი, რუანდა, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სენეგალი, სიერა-ლეონე, სომალი, სამხრეთ სუდანი, სუდანი, სირია, ტანზანია, ტაილანდი, ტოგო, ტუნისი, უგანდა, ურუგვაი, უზბეკეთი და იემენი.
მედიის ცნობით, პროცესის შეჩერება 21 იანვარს დაიწყება და განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ვიზების გაცემის პროცედურებს ხელახლა არ შეაფასებს.
მითითება ავალებს საკონსულო ოფიცრებს, უარი უთხრან ვიზაზე იმ აპლიკანტებს, რომლებიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო შეღავათებზე იქნებიან დამოკიდებულნი. გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იქნება ფაქტორთა ფართო სპექტრი, მათ შორის: ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი, ინგლისური ენის ცოდნის დონე, ფინანსები და გრძელვადიანი სამედიცინო მომსახურების პოტენციური საჭიროებაც კი.