15 იან 2026
ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები - საკითხზე განათლების მინისტრი პედაგოგებთან შეხვედრებს აგრძელებს.
სამუშაო შეხვედრა ამჯერად გორში შიდა ქართლის რეგიონის მასწავლებლებთან და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან გაიმართა.
საინფორმაციო აქტივობა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მასწავლებლების კითხვები ახალი რეფორმის კონცეფციასთან ეხებოდა.