15 იან 2026
თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, მისი მოადგილისა და ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის,სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ამავე საქმეზე ბრალდებულია ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმაც. დღევანდელ სხდომაზე პროკურატურის მოწმე გამოიკითხება.
რაც შეეხება ბრალს, პროკურატურის ვერსიით, ბურჭულაძის მითითებით, თავდაცვის მინისტრის იმდროინდელმა მოადგილემ და ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, ჯუანშერ ბურჭულაძის ნათესავის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალისთვის სამედიცინო აპარატის შესაძენად მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც, არარეალური გარიგებების დადების გზით გაიზარდა აპარატის ღირებულება და 2 606 272 ლარად ღირებული აპარატი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიეწოდა 3 მილიონ 940 ათას ლარად.
რაც შეეხება მეორე ბრალდებას, დაუსაბუთებელი ქონების დამალვას, გამოძიება ამბობს რომ ეს უკვე 2024-2025 წლებში მომხდარი დანაშაულია.