15 იან 2026
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, რძის სექტორის განვითარების საკითხებზე დარგის წარმომადგენლებს შეხვდა. ლაშა ავალიანმა, მათ 2026 წელს სექტორში დაგეგმილი მნიშვნელოვანი სიახლეები გააცნო.
მათ შორის: პირველადი წარმოებისა და ცხოველთა გადაადგილების კონტროლის მექანიზმების გამკაცრება,ვეტერინარული რეცეპტების ეტაპობრივი ამოქმედების მექანიზმის დანერგვა.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ნედლ რძეში აფლატოქსინის ზღვრული ნორმის საკითხიც და იმსჯელეს ნედლი რძის წარმოების წახალისების მექანიზმებზე.