აშშ-მ საიმიგრაციო ვიზების გაცემის შეზღუდვის საკითხი - პოლიტიკური შეფასებები

15 იან 2026

''ქართულ ოცნებაში'' აცხადებენ, რომ საემიგრაციო საკითხებს ქვეყნები თავად განსაზღვრავენ და ეს მათი შიდა პოლიტიკის დღის წესრიგის ნაწილია.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ცვლილება არ ეხება ტურისტულ და სხვა კატეგორიის ვიზებს.

“ხალხის ძალაში” აცხადებენ, რომ მათაც აქვთ კითხვები ამერიკის სავიზო პოლიტიკასთან დაკავშირებით.

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ საქართველო რომელიც წლების მანძილზე ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი იყო მმართველი პარტიის პირობებში საემიგრაციო ბლოკადაში მოექცა.