ქუთაისში დააკავეს ქალი, რომელმაც 2 წლამდე შვილიშვილი TikTok LIVE-ში სცემა

01 სექ 2025

ქუთაისში, დააკავეს ქალი, რომელმაც ორ წლამდე შვილიშვილი ,,TikTok'' LIVE-ში სცემა. ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას ითვალისწინებს.