16 იან 2026
ინგლისის ქალაქ შეფილდში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრების წევრები ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ევროპის ჩემპიონები გახდნენ.
მეტელკინა და ბერულავა მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზე იყვნენ, მათ თავისუფალი პროგრამა მაღალ დონეზე შეასრულეს, 129.80 ქულა დაიმსახურეს, ორი დისციპლინის ჯამში კი 215.76 ქულა მოაგროვეს და ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლებს დაეუფლნენ.