ბრიტანეთი უკრაინის ენერგოსისტემის მხარდასაჭერად 20 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს

16 იან 2026

გაერთიანებული სამეფო უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად დამატებით 20 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს.

ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ძლიერი ყინვის დროს „ასობით ათასი უკრაინელი, მათ შორის ბავშვები და სკოლები, გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა“.

მთავრობაში ასევე აცხადებენ, რომ დახმარება ხელს შეუწყობს მილიონობით ადამიანის გათბობითა და ელექტროენერგიით უზრუნველყოფის გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილებას, მას შემდეგ რაც ზელენსკიმ უკრაინაში ენერგეტიკულ სექტორზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.