ევროკომისიის პრეზიდენტი ირანელ ხალხს ევროკავშირის სრულ პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს

16 იან 2026

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ირანელ ხალხს ევროკავშირის სრული პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ბრიუსელი ირანის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას გეგმავს. ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სანქციები მწვავე იქნება, რომელიც რეჟიმის დასუსტებას და მის დასასრულს შეუწყობს ხელს.

ფონ დერ ლაიენმა ხაზი გაუსვა ირანელი ხალხის მამაცურ ბრძოლას.