16 იან 2026
გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე ირანში მიმდინარე მოვლენები განიხილეს. გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენლის მაიკ უოლცის განცხადებით, ტრამპი არ მოითმენს უდანაშაულო ადამიანების ქუჩებში ხოცვას.
უოლცის თქმით, დონალდ ტრამპი ხოცვა-ჟლეტვის შესაჩერებლად ყველა ვარიანტს განიხილავს.
რუსეთის წარმომადგენელი გაერო-ში, ვასილი ნებენზია აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატებმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა იმიტომ მოიწვია, რათა გაამართლოს აგრესია და ჩარევა სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში.
ნებენზიამ შეერთებული შტატები ირანის გარშემო „დაძაბულობის ესკალაციისა“ და „ისტერიის გაღვივებისკენ” მიმართულ ქმედებებში დაადანაშაულა. გაერო-ში ირანის ელჩის მოადგილემ, ღოლამჰოსეინ დარზიმ კი ხაზი გაუსვა, რომ აგრესიის ნებისმიერ აქტს, პირდაპირს თუ ირიბს გადამწყვეტი, პროპორციული და კანონიერი რეაგირება მოჰყვება.