16 იან 2026
ვიზიტორთა სტატისტიკას აქვეყნებს დაცული ტერიტორიების სააგენტოც.
უწყების მონაცემებით, 2025 წელს დაცულ ტერიტორიებზე მილიონ 250 ათას 417 ვიზიტორმა იმოგზაურა, რაც ვიზიტორთა რაოდენობის კუთხით რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს.
ყველაზე მონახულებად დაცულ ტერიტორიებს შორის ლიდერობენ: პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, მტირალას ეროვნული პარკი, სათაფლიის მღვიმე და წალკის კანიონი.