იულია ტიმოშენკო უმაღლეს ანტიკორუფციულ სასამართლოში სხდომას ესწრება

16 იან 2026

უკრაინელი დეპუტატი იულია ტიმოშენკო უმაღლეს ანტიკორუფციულ სასამართლოში სხდომას ესწრება.

პარტია „ბატკივშინას“ ლიდერის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების ზომაზე მსჯელობა მიმდინარეობს.

სასამართლო სხდომაზე ტიმოშენკომ წაყენებულ ბრალდებებს „პოლიტიკური საქმე“ უწოდა და აღნიშნა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გამოქვეყნებული ვიდეო, რომელშიც ის თანხების გადარიცხვას განიხილავს, ფალსიფიცირებულია.

ტიმოშენკომ პირობა დადო, რომ ამას სასამართლოში დამოუკიდებელი ექსპერტიზის მეშვეობით დაამტკიცებს. აღნიშნა, რომ ჩხრეკის დროს ჩამორთმეული თანხები მისი პირადი დანაზოგი იყო.