დონალდ ტრამპის მადლობა ირანის ხელმძღვანელობას “დაგეგმილი ჩამოხრჩობის”გაუქმებისთვის

17 იან 2026

აშშ-ის პრეზიდენტი ირანის ხელმძღვანელობას აქციის მონაწილეთა დაგეგმილი ჩამოხრჩობის გაუქმებისთვის მადლობას უხდის. დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აფასებს ირანის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას. ცნობისთვის, ბოლო კვირებში ტრამპი არაერთხელ დაემუქრა ირანს სამხედრო ძალების გამოყენებით, ასევე უარყო გავრცელებული ცნობები, რომ საუდის არაბეთი, კატარი და ომანი ცდილობდნენ გადაერწმუნებინათ თავდასხმის განხორციელებისგან.