ვოლოდიმირ ზელენსკი მოსალოდნელ მასირებულ თავდასხმაზე საუბრობს

17 იან 2026

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის დაზვერვამ მიიღო ინფორმაცია რუსეთის ახალი მასირებული დარტყმების მომზადების შესახებ, რის გამოც მოქალაქეებს მოუწოდა, საჰაერო განგაშის სიგნალებს ყურადღება მიაქციონ. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინელ სამხედროებს არ ჰყოფნით რაკეტები საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, რომლებიც იერიშების მოგერიებისთვის არის საჭირო. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს პარტნიორებთან საჰაერო თავდაცვის სისტემებზე საუბარი, თუმცა მიწოდებები არასაკმარისია.