17 იან 2026
უკრაინელ დეპუტატს და პარტია „ბატკივშინას“ ლიდერ იულია ტიმოშენკოს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ 761 ათასი დოლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მოსამართლე ვიტალი დუბასმა პროკურორების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ კორუფციის ბრალდებით იულია ტიმოშენკოს პარტიის ოფისში ჩხრეკა ჩაატარა.