პარლამენტმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ 12 წევრის უფლებამოსილება ცნო

02 სექ 2025

პარლამენტმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ 12 წევრის უფლებამოსილება ცნო. საუბარია უფლებამოსილება შეწყვეტილი დეპუტატების ადგილმონაცვლეობის მანდატების ცნობაზე. საკითხს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაუჭირეს მხარი.

ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებს უფლებამოსილება ივლისში სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის საფუძვლით შეუწყდათ.