საბა სხვიტარიძეს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

03 სექ 2025

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრს საბა სხვიტარიძეს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

საბა სხვიტარიძეს თავდაპირველად ბრალი წაყენებული ჰქონდა 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 7-დან 11-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. აღნიშნული მუხლი მას 24 ივლისის სხდომაზე 120-ე მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და ექვსი თვიდან სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საბა სხვიტარიძე სამართალდამცველებმა 4 დეკემბერს დააკავეს.