18 იან 2026
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, დანიის, ნორვეგიის, შვედეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ბრიტანეთის, ნიდერლანდებისა და ფინეთისათვის 10%-იან ტარიფების დაწესების თაობაზე და განაცხადა, რომ მათზე „არანაირი დაშინება და მუქარა არ იმოქმედებს არც უკრაინაში, არც გრენლანდიაში და არც სხვაგან მსოფლიოში“. მაკრონის თქმით, ტარიფებით მუქარა მიუღებელია. „ჩვენ ვიცით, როგორ უნდა დავიცვათ ევროპული სუვერენიტეტი და სწორედ ამ სულისკვეთებით გაიმართება ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებები“ - დაწერა საფრანგეთის პრეზიდენტმა.