სირიის არმია ქურთების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე წინსვლას აგრძელებს - როიტერი

18 იან 2026

სირიის არმია ქურთების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე წინსვლას აგრძელებს. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, არმიამ ქალაქ რაქას დასავლეთით მთავარი კაშხალი დაიკავა, ასევე სამხედრო აეროპორტი ქალაქ ტაბქაში.
აღნიშნული სტრატეგიული პუნქტების კონტროლის დაკარგვის შესახებ ქურთული ძალების მხრიდან განცხადება ჯერ არ გაკეთებულა. როგორც „როიტერი“ წერს, ამ დროისთვის უცნობია, გრძელდება თუ არა მხარეებს შორის საბრძოლო მოქმედებები. გავრცელებული ინფორმაციით ქურთულმა ძალებმა ამ რეგიონიდან უკან დახევა საკუთარი სურვილით დაიწყეს, თუმცა შემდეგ სირიის არმია შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.