18 იან 2026
კიევის ოლქის ბუჩის რაიონში, რუსული თავდასხმის შედეგად 56 ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ენერგოკომპანიის განცხადებით, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, თუმცა ყინვა სიტუაციას ართულებს.
50-ზე მეტი სახლი კვლავ გათბობის გარეშეა დარჩენილი 9 იანვარს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ. გასულ ღამეს რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 115 დრონი გამოიყენა, რომელთაგან 96 განეიტრალდა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში აცხადებენ, რომ რუსული იერიშის შედეგად ოდესის ოლქში დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები და ხანძარმა დააზიანა ასევე საცხოვრებელი სახლები.