წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები იტალიასთან დამარცხდა

18 იან 2026

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მეორე ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი იტალიასთან გამართა და 14:16 დამარცხდა.
იტალიელთა კარში 3 გოლი გაიტანა ვაკო დადვანმა, ისევე როგორც სტეფან პიეშივაცმა. 2-ჯერ თავის გამოჩენა ორმა მოთამაშემ შეძლო – საბა ტყეშელაშვილმა და დუშან ვასიჩმა.
საქართველოს ეროვნული გუნდი მეორე ჯგუფური ეტაპის შემდეგ მატჩს 19 იანვარს, 18:30 საათზე რუმინეთთან გამართავს, ხოლო ჯგუფის დასკვინითი შეხვედრა ჩვენს ნაკრებს 21 იანვარს, 18:30 საათზე თურქეთთან ელის.  წყალბურთის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ზედიზედ მეშვიდედ ასპარეზობს.