18 იან 2026
ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარისგან ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი გზები გაწმენდილია, - ინფორმაციას, ამის შესახებ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ორ დღიანი თოვის შემდეგ მაღალმთიან აჭარაში გამოიდარა.
"მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში ადმინსიტრაციულ თემებთან დამაკავშირებელი ყველა გზა გაწმენდილია და სატრანსპორტო საშულებებს შესაძლებლობა აქვთ თავისუფლად გადაადგილდნენ.
ამ ეტაპზე თოვლის საფარისგან იწმინდება შიდა სასოფლო საავტომობილო გზები. აღნიშნულ სამუშაოებში აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 50-მდე სპეციალური ტექნიკაა ჩართული.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, მხოლოდ მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშულებებით, ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით გადაადგილდნენ და საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენონ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები", - აღნიშნულია ინფორმაციაში.